ცამდე გუმბათიდან ცოტა მანძილია,თუმცა უკვდავება მაინც ვერ ვიწამეთ -ვდგავართ კარიბჭესთან, ჩვენი მოთხოვნებით -უფალო, შეგვიწყალენ...ლოცვა გვახსენდება უფრო გასაჭირში, ვფიქრობთ ცოდვებისგან უკვე დავიცალეთ, ამდენ "უცოდველ კრავს" მიწა ვეღარ უძლებს ... უფალო, შეგვიწყალენ! ცოდვა გამხელილი - არის მტკივნეული,თუმცა დაფარული - კიდევ უფრო მწარე, ღმერთი იმედია ჩვენი გადარჩენის,უფალო, შეგვიწყალენ! ვიღაც ეკონება ხატებს ფარისევლად, როცა გვიჭირს რწმენას ვიცვლით ისე მალე...მაგრამ განწირულნი, შენს წინ დავიჩოქებთ,უფალო, შეგვიწყალენ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий