მე-19 საუკუნის საქართველო დიმიტრი ერმაკოვის ფოტოობიექტივში
09:12 - 04 აპრილი, 2012 წ.
დიმიტრი ერმაკოვი დაიბადა 1846 წელს ნახიჩევანში. მისი მამა იყო იმ დროისათვის კარგად ცნობილი იტალიელი არიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით ჩამოვიდა ოდესიდან, ხოლო დედა კი მოლაკნელი გლეხის ქალი.
ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 102 კმ-ით იყო დაშორებული და საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა.
.
.
წისქვილი კახეთში
.
სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბდა ერმაკოვი ფოტოგრაფად და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა .
1860-იანი წლების ბოლოს ერმაკოვი ტოვებს აკადემიას და 1866 წელს ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს თბილისში. ფოტოსტუდია მდებარეობდა იმ დროისათვის პოპულარულ ”დვორცოვაიას” ქუჩაზე, სადაც წლების მანძილზე მრავალი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა.
.
.
პირველი ფოტოსახელოსნო აქ 1846 წელს ფოტოგრაფებმა ვ. ხლამოვმა და ა. როინაშვილმა გახსნეს და ფოტოსახელოსნოს ”რემბრანტი” დაარქვეს. ცნობილია ასევე, რომ ერმაკოვმა შეიძინა სხვადასხვა ფოტოგრაფთაგან ნეგატივები და საკუთარ ნეგატივების ნაერთით შექმნა კოლექცია, რომელსაც ტირაჟით გამოსცემდა და უკეთებდა რეალიზაციას. ფოტოსტუდიის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ერმაკოვი ხდება ”Société française de photographie” – (SFP) წევრი, ეს იყო ფოტოგრაფთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაცია ევროპაში.
.
.
კახეთი
.
.
1874 წელს ერმაკოვმა მოაწყო თავისი სურათების გამოფინა, რომელთაც ორი წლის განმავლობაში იღებდა ტრაპიზონში. სავარაუდოა, რომ ერმაკოვმა ტრაპიზონში ყოფნისას გახსნა მოერე ატელიეც, რადგან გადაღებული აქვს მთელი რეგიონი. სურათები რომლებიც მან პარიზში გამოაგზავნა სწორედ ამ რაიონიდან იყო. მოგვიანებით, 1878 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე, სადაც მისმა სურათებმა ღირსეული ადგილი დაიკავეს. ერმაკოვმა მიიღო ჯილდოები თურქეთის, სპარსეთის და იტალიის გამოფენებზე. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს აყვანილ იქნა სამხედრო ფოტოგრაფად. ერმაკოვს თავისი პროფესიიდან გამომდინარე დიდი მანძილების გადალახვა უწევდა – მისი კოლექციის თვალის გადავლებით ნათელი ხდება, რომ იგი მოგზაურობდა რომიდან ვიდრე სამარყანდამდე და ჩრდილო კავკასიის ქალაქებიდან ვიდრე თეირანამდე.
დიმიტრი ერმაკოვს გადაღებული აქვს ქალაქების ხედები, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, მის კოლექციაში ასევე შედის მრავალი ეკლესია- მონასტრისა და მათში დაცული საეკლესიო ინვენტარის ფოტომასალა
.
.
მწყემსი
.
.
1910 წელს ერმაკოვმა იმოგზაურა სვანეთში საიდანაც 1500 ნეგატივი ჩამოიტანა. ტრაპიზონის გარდა ის ასევე მოღვაწეობდა თეირანში სპარსეთის შაჰის კარზე. ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათები ინახება თეირანის უნივერსიტეტში. დიმიტრი ერმაკოვმა თავისი 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა უამრავი გადაღებული ფოტოსურათი ნეგატივის სახით, რომელთა რაოდენობა 25000-მდე მერყეობს.
.
.
.
.
მისი ფოტოთა უმრავლესობის ნახვა შესაძლებელია სიმონ ჯანაშიას თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. 1897 წელს იგ აირჩიეს კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა ხელისშემწყობ საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად; 1907 წელს ხდება მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, 1912 წელსკი – თბილისის კაზმულ ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1916 წლის 10 ნოემბერს, დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
ქართველი ქალები
.
.
მღვდლის ოჯახი
.
.
ეკლესია კახეთში
.
.
ბათუმი
.
.
გრაფ შერემეტიევის სასახლე ალაზნის ველზე
.
.
ქუთაისი
.
.
ზუგდიდი
.
.
მეგრელები
.
.
.
.
სოფლის სახლი
.
.
აბანოს ქუჩა და ბოტანიკური ბაღის აღმართი, თბილისი
.
.
ავლაბარი. ღვინის აღმართი
.
.
ბოტანიკურის ქუჩა
.
.
თავად მ. ვორონცოვის ძეგლი
.
.
თათრის მოედანი და მეტეხის ციხე
.
.
.
.
სასახლის ქუჩა
.
.
სასტუმრო ”კავკაზი”
.
.
ქალაქის ძველი ნაწილის ხედი მეტეხის ციხიდან
.
.
წისქვილები მდ. მტკვარზე
.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий