თოკით გადიან უფსკრულზე გზა თუ არა აქვთ სხვა,
თოკით იპყრობენ მწვერვალებს,თოკით აბამენ ნავს,
თოკით მოქსოვეს ფარდაგი,ჯამბაზი თოკზე არს,
თოკზე ჰკდია შვეული,თოკი კიდია ზარს.
თოკით ბორკავენ,ახრჩობენ,თოკით იხრჩობენ თავს,
თოკით ამოჰყავთ ორმოდან,თოკით უშვებენ მკვდარს,
მხოლოდ თოკით ვერ გაზომავ ცუდ და კარგს შორის ზღვარს,
ცრემლის თოკები აერთებს მიწას,ზეცას და ცას.
მძივად ასხმულა სამყარო,დროთა,ერათა ცვლა,
იქით თუ რამე მომწყდარა,აქეთ მოება სხვა,
ღმრთისაგან იშვა ყოველი,გონება ბადებს აზრს,
გამოიყენოს რა რისთვის,საჭიროების ჟამს.
- ვაკვირდებოდი წიქარას რქებში ჩაჭერილ თოკს,
ქალს შევადარე,გრძნეულ ქალს,კაცი რომ ვერა თმობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий