суббота, 6 апреля 2013 г.




1. ის ვისაც გაბრაზების უნარი არ შესწევს,მას გული არ აქვს.როდესაც გული არ აქვს,შესაბამისად არ აქვს გრძნობა. და როდესაც გრძნობა არ აქვს,ასეთი ადამიანი შეუძლებელია პიროვნებად განვიხილოთ.
"ბალთაზარ გარსიანი მორალესი"
2. ფულს,რა თქმა უნდა სუნი არ ასდის,იმისაგან განსხვავებით თუ ვინ ფლობს მას.
"ვალენტინ დომილი"
3. ყველაფერში დამნაშავე ალბერტ აინშტაინია.მან 1905 წელს განაცხადა,რომ არ არსებობს აბსოლუტური მყუდროება და მას შემდეგ იგი მართლაც აღარ არსებობს.
"სტივენ ლიკოკი"
4. ჩვენმა ჯარისკაცებმა,რომ გაიგონ რისთვის ბრძოლობენ,დარწმუნებული ვარ ბრძოლის ველზე ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვნახავდით.
"ფრიდრიხ დიდი"
5. არასაკმარისად კარგად ვცხოვრობთ,იმისათვის რომ საკმარისად კარგად ვიფიქროთ სხვებზე.
"ალიშეფ ფაიზი"
6. ადამიანის უდიდესი ცოდვა არა სიძულვილი,არამედ გულგრილობაა,ჩადენილი საკუთარი ძმების მიმართ.
"დედა ტერეზა"
7. თუ კი დღეს ცაზე მზე არ ჩანს,ეს არ ნიშნავს იმას,რომ ის აღარ არსებობს.
"ბი დორსი ორლი"
8. ფილოსოფოსებო,არ ეძიოთ ფილოსოფიური ქვა,თორემ პოვნის შემთხვევაში,მას კისერზე დაგკიდებენ.
"სტანისლავ ეჟი ლეცი"
9. უსაქმურობა - არ არის დასვენება.
"ჯეიმზ ფენიმორ კუპერი"
10. ურთიერთგაგება - თანხმობის საწინდარია.
"ბენედიქტ სპინოზა"

Комментариев нет:

Отправить комментарий