გშორდები...
ღმერთიც ვერაფრით მიხსნის,
მე ახლა მრუმე ნისლებში ვწევარ...
ასე
აღებულს ჟინით და სისხლით
მთასვლელი ტოვებს სანუკვარ მწვერვალს.
გშორდები...
ზარებს დაწყვიტავს მნათე,
და ლოცვა ძილში ჩამყვება შვებად...
ასე
ტოვებენ საფლავზე სანთელს,
როდესაც გული საფლავში რჩებათ...
გშორდები...
მიმაქვს ტკივილი ცალფა,
ვნებდები გამჩენს და თვალებს ვხუჭავ.
ასე
ტოვებენ სამშობლოს ალბათ,
და მიწა მიაქვთ,ორიოდ მუჭა...
Комментариев нет:
Отправить комментарий