понедельник, 15 апреля 2013 г.

ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა!ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა!

Ангелочки


მიჰყვები ვნების გზას, აქვეა გოლგოთა,
თავს გაცვეს უფალო გვირგვინი ეკლისა,
ისმის ღვთისმშობლის ქვითინი და მოთქმა,
აღსრულდა წინათქმა აღთქმისა ძველისა...

შენ მოხვედ დათრგუნვად სატანის_გველისა
და ყველას ცოდვები იტვირთე სრულქმნილმან,
შეწირვით კრავისა გამოხსნა გვეღირსა
და მადლი მოგვმადლე თვით სულიწმიდისა.
,მოგვმადლე უფალო, შეგვინდე უფალო''_
თვალთაგან ვაწვიმებთ ცრემლს სინანულისას,
რადგანაც ღირსი გაგვხადე მიღებად
უშრეტი, მარადი ღვთის სიყვარლისა.

ჯვარცმისა დიდ შაბათს დაგვხსენი ჯოჯოხეთს,
აღდგომით შენითა სიკვდილი დათრგუნე...
წმიდა ბარძიმიდან უღირსთთა მირონ გვცხე
და სულთა ჩვენთათა სიცოცხლე გვარგუნე...

ციდან მადლმოსილი ცეცხლი გვეახლება,
ცოდვილთ სამარადო მადლი გვეპკურება,
გულში იმედის სხივი გვესახლება
და სული ღვთიურთ გვეპურება.


ავტორი ირინა ხურციძე

Ангелочки

воскресенье, 14 апреля 2013 г.

დედაო ღვთისავ,მზეო მარიამ!


Ave Maria-- With Lyrics  სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიAve Maria-- With Lyrics  სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია 

და შორეული ცის სილაჟვარდე.



შემოიღამებს მთის ნაპრალები,

და თუ როგორმე ისევ გათენდა-

ღამენათევი და ნამთვრალევი,

დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!



ღამენათევი და ნამთვრალევი

მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,

შემოიჭრება სიონში სიონში სხივი

და თეთრ ოლარებს ააელვარებს.



და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი

გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!

შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!



შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები, 

წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -

ღამენათევი და ნამთვრალევი 

სავსეა ცრემლთა შურისძიებით!



დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

სული, ვედრებით განაოცები,

შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.



სად არის ჩემთვის სამაგიერო?

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი, 

მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!



და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!



დავიკრებ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

ღამე ნათევი და ნამთვრალევი 

ჩემს სამარეში ჩავესვენები.



დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია 

და შორეული ცის სილაჟვარდე.

გალაკტიონ ტაბიძე

суббота, 13 апреля 2013 г.


umagresi klipi da simgera.flv


შარლ პიერ ბოდლშარლ პიერ ბოდლერი - "ღარიბის სათამაშო"ერი - "ღარიბის სათამაშო"

მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა,ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი,დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს.
თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა,აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი,თითო სუდ ღირებული სათამაშოებით,როგორიცაა,მაგალითად - ბრტყელი პოლიშინელი,ერთადერთი ძაფი,რომ ამოძრავებს,მჭედლები გრდემლზე რომ სცემენ უროებს,მხედარი და ცხენი,რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; დუქანთან და ხეივნებში შემოგხვდებიან ღატაკტა ბავშვები,დაურიგეთ მათ სათამაშოები.
თქვენ დაინახავთ რა რიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები.
თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას.შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით,მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ,ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.
გზისპირად,დიდი ბაღის მესერთან,რომლის სიღრმეშიც თეთრი,მშვენიერი სასახლე ელავდა მზის შუქზე,იდგა პირმშვენიერი ბავშვი,ჭრელ,საზაფხულო სამოსში მორთული.
ფუფუნება,უზრუნველყოფა და სიმდიდრე ალამაზებდნენ თითქოს ამ ბავშვებს,თითქოს ისინი სხვა ცომისაგან არიანო მოზელილი,ვიდრე საშუალო წოდების წოდების ან ღატაკთა შვილები.
მის გვერდით,ბალახზე ეგდო სათამაშო,მისივე პატრონივით ლამაზი,გალაქული,მოოქროვილი,ჭრელსამოსიანი,ბრჭყვიალა ფერებით დამშვენებული.მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა თავის საყვარელ სათამაშოს და სულ სხვა რამეს შესცქეროდა.
მესრის მეორე მხარეს,ჭინჭარში და ძეძვიანში იდგა მეორე ბალღი,ჭუჭყიანი,გამხდარი,გამურული,ერთი იმ პაწია მდაბიოთაგანი,რომელშიც მიუკერძოებელი კაცის მზერა თავისებურ მშვენიერებასაც კი ჰპოვებს,იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მცნობივით,გონების თვალით გადააცლის დიდებულ სურათს უხეშ ზედნადებს ლაქისას,უნიჭო ხელოსნის მიერ დადებულს და ჩამოაცლის მას სიღატაკის საზიზღარ დაღს.
ამ,მესრიდან სიმბოლურად რომ ჰყოფდა ამ ორ სამყაროს - დიდ შარაგზასა და სასახლეს,პაწია ღატაკი უჩვენებდა პაწია მდიდარს თავის საკუთარ სათამაშოს,რომელსაც მდიდარი ხარბად ათვალიერებდა,როგორც არნახულ,საუცხოო ნივთს.ეს სათამაშო,რომელსაც ჩამოგლეჯილი ბიჭუნა ატრიალებდა ხელში,ხანაც ზევით ისროდა და აქეთ-იქით აქანებდა პატარა გალიით,იყო ცოცხალი ვირთხა,არც მეტი და არც ნაკლები.როგორც ჩანს,ეკონომიის მიზნით,თავად ცხოვრებას დაესესხნენ ამ სათამაშოს.
ორივე ბავშვი შესციცინებდა ერთმანეთს,ძმური ერთობით იცინოდნენ და აჩენდნენ თანასწორად თეთრ კბილებს.


ო,რა მარტოა,ღმერთო ჩემო,ადამიანი,
                                                                                                   ისიც,რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას

"ფრაზეოლოგიები კინოფილმებიდან"


1. - ღმერთს,რომ ეთქვა,არასწორ გზაზე დგახარ და "შეჩერდი.ნიუტონი მართალიაო",რას იზამდი ასეთ შემთხვევაში?
- მე მადლობას მოვახსენებდი მას,იმისათვის,რომ თავისი პოზიცია დააფიქსირა.თუმცა ერთმანეთს ისე დავშორდებოდით,რომ აზრს არცერთი ჩვენთაგანი არ შევიცვლიდით.
"აინშტაინი და ედინგტონი"
2. ჩვენ არა გვაქვს ხვალინდელი დღე და სწორედ ამიტომ გვკიდია ფეხებზე დღევანდელი.
"თვითმკვლელები"
3. - თქვენ დაქორწინებული ხართ?
- საიდან მოიტანეთ?
- ვიცი,რომ როდესაც მამაკაცები დაქორწინებული არიან,საკუთარ თავზე არაფერს არ საუბრობენ.
"გაიცანით ჯო ბლექი"
4. როდესაც გაათვითცნობიერებთ,რომ ყოველი შემთხვევითობა ღვთისაგან მოდის,თქვენი ცხოვრება ბევრად მარტივი გახდება.
"ეკიპაჟი"
5. რატომ არის,რომ არასოდეს ვიცით,როდის იბადება სიყვარული,მაშინ როდესაც წინასწარ ვიცით თუ როდის მთავრდება იგი?
"ლოს-ანჯელესური ისტო

ამა პეტრე (კვარაცხელია) - "ბავშვი ვარ და"...

ბავშვი ვარ და ყველაფერი მაპატიე,
ან შეშლილი ფოთოლცვენის აჩრდილი,
წუხელ ღამე სამრეკლოზე გავათიე,
ცისკენ მქონდა მკვდარი ხელი გაწვდილი...
ბავშვი ვარ და მაწანწალას დავემსგავსე,
ო,რამდენჯერ მოვიარე თბილისი,
ცივ ნოემბერს შევეფეთე მთაწმინდაზე,
მერე უცებ მომენატრა ივნისი.
ბავშვი ვარ და ყველა გრძნობა ამიხდინე,
გააქანე შორს,შორს ლურჯა ცხენები,
გევედრები ყველა წყენა დაითმინე
და დრო გადის ესევ ციებ-ცხელებით.
ბავშვი ვარ და შენც ბავშვობა გამიწიე,
დამანახე უკვდავების აჩრდილი,
სამრეკლოდან სხვა სივრცისკენ გამიწვია,
რა ხანია ხელები მაქვს გაწვდილი.

ფრენსის ფორდ კოპოლას მოსაზრებები...


1. "ნათლიმამას" გადაღებების დაწყების წინ,მსახიობები,რომელთაც ფილმში მთავარი როლები უნდა ეთამაშათ,რესტორანში მივიწვიე სადილზე.სუფრის თავში მარლონ ბრანდო დავსვი,მის მარჯვენა მხარეს ალ პაჩინო,ხოლო მარცხენა მხარეს ჯიმი კაანა.ჩემი და ტალია,რომელსაც კონის როლი უნდა შეესრულებინა მიმტანის ფუნქციებს ასრულებდა.მალევე შევამჩნიე,რომ სუფრაზე მარლონ ბრანდოს მიმართ ყველა მოწიწებით განეწყო და იგი ისე მიიღეს,როგორც საკუთარი მამა; კაანი ცდილობდა ხუმრობებით მოეხდინა მასზე შთაბეჭდილება.ალ პაჩინო - დაძაბული დუმდა.ხოლო ჩემი და რატომღაც მეტად შეშინებული მეჩვენა.სწორედ მაშინ მივხვდი,რომ სუფრაზე მსხდომი მსახიობები ჩემს თვალწინ გადაიქცნენ იმ პერსონაჟებად,რასაც ვოცნებობდი ფილმის გადაღების წინ.მათ რესტორანში ბრწყინვალედ დადგეს ფილმის "გენერალური რეპეტიცია".
2. მე,უფრო მეტად წარმოსახვის უნარი გამაჩნია,ვიდრე ტალანტი.ვაცხობ იდეებს და სწორედ ეს გახლავთ ჩემი საუკეთესო თვისება.
3. არ არის საჭირო კინოფილმების სცენარების წიგნებიდან აღება.კინო უნდა დაიწეროს სუფთა ფურცლიდან.
4. რაც უფრო ცოტა ბიუჯეტია,მით უფრო მეტი იდეა მოდის.
5. მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტად აკურატულად ვექცეოდი სხვის თანხებს,საკუთარისაგან განსხვავებით.

"მასობრივი სუიციდი"-ს შემთხვევები....


1. ჩვ.წ.აღ-მდე 102 წელს,თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ექს-ან-პროვანსთან გამართულ ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ,სადაც ტევტონები რომაელი სარდლის გაიუს მარიუსის რომაული ლეგიონების მიერ იქნენ დამარცხებულნი,ტყვედ აყვანილმა ქალებმა ჩაიდინეს "მასიური სუიციდი",რომელიც შემდგომ ფართოდ იქნა გავრცელებული რომაულ-გერმანულ საგმირო ეპოსებში.როგორც ცნობილია,რომაელებმა წამოაყენეს პირობა,რომ მათ 300 ქმარ-შვილიანი ქალი უნდა გადასცემოდათ და წაესხათ ტყვედ.როდესაც ტევტონელმა ქალებმა აღნიშნული ფაქტი შეიტყვეს,მათ რომაელ კონსულს სთხოვეს,რომ სანამ თან წაიყვანდნენ,მიეცათ საშუალება უკანასკნელად მოელოცათ ვენერასა და ცერერას ტაძრები.რომაელებმა მართლაც მისცეს ამის საშუალება ტევტონელ ქალებს.ტყვედ აყვანილმა ქალები საკუთარ შვილებთან ერთად აღნიშნულ ტაძრებში შევიდნენ,სადაც ჯერ თავიანთი შვილები დახოცეს,ხოლო შემდგომ სიცოცხლე 300-ვე ქალმა თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილტა ცხედრები კი რომაელებმა მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინეს.
2. ისრაელის სამხრეთით მდებარე - მასადას უძველესი სასახლისა და თავდაცვითი ზღუდის მაცხოვრებელმა ებრაელებმა მამაკაცებმა,ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში იმისათვის,რომ რომაელ ლეგიონერებს ტყვედ არ აეყვანათ და მონად არ ექციათ ისინი თავიანთ ოჯახებთან ერთად,ჯერ საკუტარი ოჯახის წევრები ამოხოცეს და შემდეგ წილი ყარეს,თუ რომელ მამაკაცს,რომელი უნდა მოეკლა.ამ მეთოდით მათ სრულად ამოხოცეს ერთმანეთი და დარჩენილმა ერთადერთმა საბოლოოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.აღნიშნულ ფაქტს კი ასეულობიტ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ასეთივე მეთოდი განხორციელებულ იქნა კიდევ ერთ ძველებრაულ ქალაქ გამლაში მას შემდეგ,რაც 67 წელს რომაელებმა აიღეს იგი.
3. "ჯაუჰარი"-ს აქტები (მასობრივი თვითდაწვა რაჯუპი ქალებისა),ჩადენილ იქნა მევარას ისტორიულ ოლქში მაცხოვრებელი ქალების მიერ 1303,1535 და 1568 წლებში,მას შემდეგ რაც ქალაქ ზიტორგარჰს (ინდოეთი) თავს დაესხნენ მუსულმანი დამპყრობლები.იმისათვის,რომ ისინი ტყვედ არ ჩავარდნოდნენ დამპყრობლებს და მონებად არ ქცეულიყვნენ,სიცოცხლე თვითმკვლელობებით დაასრულეს.აღნიშნულ საქტებს ასეულობით რაჯპუტრი ქალი შეეწირა.
4. 1336 წელს ლიტვაში მდებარე პილენაის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა ტევტონთა არმიიამ.ციხესიმაგრის თავდაცვას ხელმძღვანელობდა ლიტველი თავადი მარგირისი.მისი ხელმძღვანელობით ლიტველებმა უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობელს,თუმცა საბოლოოდ მიხვდა მარგირისი,რომ ციხესიმაგრეს მტერი აიღებდა მათ ყველამ ერთად გადაწყვიტეს მტერს ცოცხლაი არ დანებებოდნენ და ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ.ამიტომ ციხისიმაგრის ყველა ბინადარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე კი სრულად გადაწვეს სასახლეები და მათში განთავსებული ყველა ის ძვირფასი ნივთი,რომელიც მტერთათვის რაღაც ფასეულობას წარმოადგენდა.ტევტონთა არმიამ შედეგად მხოლოდ განადგურებულ-გადამწვარი ციხესიმაგრე აიღო.
5. 1945 წელს,გერმანიის ქალაქ დემინის 900-მა მაცხოვრებელმა,იმის შიშით,რომ "საბჭოთა არმია" მათ ტყვედ აიყვანდა,სიცოცხლე მასიური სუიციდით დაასრულა.

ავტორი: სტუმარი | თარიღი: 2013-04-13

კობა გავაშელი - "თოკი"


თოკით გადიან უფსკრულზე გზა თუ არა აქვთ სხვა,
თოკით იპყრობენ მწვერვალებს,თოკით აბამენ ნავს,
თოკით მოქსოვეს ფარდაგი,ჯამბაზი თოკზე არს,
თოკზე ჰკდია შვეული,თოკი კიდია ზარს.
თოკით ბორკავენ,ახრჩობენ,თოკით იხრჩობენ თავს,
თოკით ამოჰყავთ ორმოდან,თოკით უშვებენ მკვდარს,
მხოლოდ თოკით ვერ გაზომავ ცუდ და კარგს შორის ზღვარს,
ცრემლის თოკები აერთებს მიწას,ზეცას და ცას.
მძივად ასხმულა სამყარო,დროთა,ერათა ცვლა,
იქით თუ რამე მომწყდარა,აქეთ მოება სხვა,
ღმრთისაგან იშვა ყოველი,გონება ბადებს აზრს,
გამოიყენოს რა რისთვის,საჭიროების ჟამს.
- ვაკვირდებოდი წიქარას რქებში ჩაჭერილ თოკს,
ქალს შევადარე,გრძნეულ ქალს,კაცი რომ ვერა თმობს.



ტომ ჰენქსი - "ეპიზოდი"


ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი - ტომას ჯეფრი ჰენქსი,იგივე ტომ ჰენქსი,რომელიც ორგზის ლაურეატია უდიდესი კონოაკადემიის "ოსკარის" პრემიისა,გამოირჩევა რელიგიურობითა და კათოლიკური ეკლესიისადმი დიდი რწმენით.შესაბამისად იგი ხშირად სტუმრობს ეკლესიებს.ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავისი რელიგიური ხედვების შესახებ განაცხადა:
"როდესაც ეკლესიაში მივდივარ,რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა - ჩემს გონებას ყოველთვის იპყრობს ერთი ფიქრი და საიდუმლო.მე საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: "რატომ?".<<რატომ არიან ადამიანები ისეთები,როგორებიც არიან?>>,<<რატომ ხდება,რომ კეთილ და კარგ ადამიანებს ცუდი ამბები ემთხვევათ?>> და <<რატომ ხდება,რომ ცუდ და ბოროტ ადამიანებს კარგი რამ ემართაბათ?>>. მე ვთვლი და მივიჩნევ,რომ ჩვენ - ადამიანებს ეს საიდუმლო გვაერთიანებს,რადგან სწორედ მისგან წარმოსდგა უდიდესი თეორია კაცობრიობის შექმნის და მისი წარმომავლობისა".

пятница, 12 апреля 2013 г.



 კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი

...არ არსებობენ ცუდი ქალები, ქალს მარადმშვენი უჩანს თვალები... არ არსებობენ, არ არსებობენ,არ არსებობენ ცუდი ქალები.. მაგრამ თუ მაინც ცუდია ქალი,ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი!!! მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით- ქალს ამახინჯებთ, ან ეფერებით.. მოკლედ არც მეტი და არც ნაკლები- კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი...

თქვენ რა აზრის ხართ?...დააფიქსირეთ კომენტარებშჲ...

ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი,
ზოგჯერ წვიმაა, ზოგჯერ ქარია,
სეტყვა, თოვლი და ქარიშხალია,
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია.
ქალი ბუნების საწინდარია,
ვინ იცის რა სწყინს, რა უხარია,
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს,
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო
მას გაფთხილება სჭირდება მხოლოდ,
ქალი ლამაზი შველია ლაღი ,
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი,
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია

Танец солнца и огня.

Только танцуй.Только танцуй.
Помню, как было,
Сердце открыла.
Знаю, любила,
И ты любил.
Помню, летала,
Помню, мечтала,
Только не знала,
Кем ты мне был.
Солнцем или луной,
Небом или землёй,
Жарким цветком огня
Был для меня.
Сердце стучит опять,
Значит, я танцевать
Буду с тобой сейчас,
Как в первый раз.

Этот танец солнца,
Танец солнца и огня,
Для тебя и для меня
Танец солнца и огня.
Для тебя и для меня,
Для тебя,
Для меня
Танец солнца и огня.

Снова и снова
Проще простого,
Больше ни слова,
Только танцуй.
Кто ты, не важно,
Музыка скажет
Больше, чем даже
Твой поцелуй.
Этот мотив простой
Только для нас с тобой
Снова в душе звучит,
К небу летит.
Сердце стучит опять,
Значит, я танцевать
Буду с тобой сейчас,
Как в первый раз.

среда, 10 апреля 2013 г.




   ...ერთი და იგივე...

...ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი… და პირიქით. ერთი მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა. იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენი ცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით… სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება… და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე… ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის. უფლის წყალობით, მალე გათენდება!
ყველას უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ!






მითხარი,რომ გულმა დაღლა არ იცისო...



გულს გაჩუქებ...გაუფრთხილდი...შენთვის ფეთქავს,

რომ მითხარი გულმა დაღლა არ იცისო,
ავიარე შენი გულის ბილიკები,
დავიღალე უშენობით დავიღალე,
თვალს მიკრავენ ცრემლიანი ტირიფები,
შემახსენე გაფრენილი წუთის ფასი,
შენი თავი შენზე ფიქრით შემახსენე,
თორემ ცაზე შეხე როგორ მოიღრუბლა,
სიჭაბუკის ბილიკებთან შემაჩერე.
ვარდობის თვეს შენთან ერთად ველოდები,
გაზაფხულზე აბა როგორ დავიღლები,
რადგან ისევ, იყიდება ყვავილები.
რადგან ისევ მენატრები, მენატრები
Алые розы

Алые розы


Алые розы







 



۩۞۩ I N G A  ۩۞۩И, дай Бог, — каждому быть с тем, с кем сердце не ищет других!