...ადამიანები-წიგნები...ადამიანი ყველაზე დიდი საოცრებაა ამ სამყაროში, მთელი თავისი არსებით, დაბადებით, ცხოვრებით და სიკვდილით… ყველა ერთნაირი იბადება, არა აქვს მნიშვნელობა ვისი შვილია, როგორი გაირზდება, ცუდი იქნება თუ კარგი, ყველა იბადება ტირილით, სუფთა გულით და თვალებით… მერე კი იცვლებიან, აღზრდის, გარემოს, შინაგანი სამყაროს შესაბამისად… წარმოიდგინეთ ყველა ადამიანი, რომელსაც ხვდებით, იცნობთ, ეხებით თითო წიგნია, ყველა განსხვავებულია, მათი ისტორიები, ცხოვრება, აზროვნება, ყველაფერი შეიგიძლია წაიკითხო… ისინი თავიანთ თავს თვითონ წერენ ცხოვრებით, ცნობიერებით, შეხედულებებით, განათლებით, წასულით და აწმყოთი… არსებობენ კარგი წიგნები და ცუდი წიგნები, ადვილად წასაკითხი და რთულად გასაგებ წიგნები… ადამიანებიც ასე არიან… ზოგიერთი მათგანი იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო, განსხვავებული და შთამბეჭდავია, რომ მთელი ცხოვრება მოგინდება იკითხო, ყოველი ხელახალი წაკითხვისას ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენ ხოლმე… გქონიათ შემთხვევა, როცა ადამიანთან ურთიერთობა მხოლოდ სიხარულს, დადებით ემოციას და ყოველ ჯერზე რაღაც ახლის შეგრძნებას გიტოვებთ? ასეთ ადამიანთან გატარებული ათი წუთიც კი უფრო მნიშვნელოვანია ბრბროსთან გატარებულ საათებზე… ერთი წუთიც კი საკმარისია მიხვდე, როგორი საინტერესო იქნება მისი წაკითხვა, მისი წარსულის, ფიქრების გაცნობა, მის შინაგან სამყაროში შეძრომა და იქ მოკალათება… რა თქმა გადაშლის საშუალება თუ მოგცათ. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა დახურული წიგნია, განსაკუთრებით ისინი, ვინც საინტერსოდ იკითხება, ღია და ადვილად წასაკითხი ადამიანები ყველასთვის ხელმისაწვდომები არიან… თუმცა რა? ერთ დღეში გადააბულბულებ, არც თავში დაგრჩება არაფერი, არც_გულში და მორჩა, შეგიძლია შემოდო თაროზე… კარგი წიგნები ქუჩაში არ ყრია, არც ყველა ბუტკაში არ იყიდება, თუ ძალიან დაინტერესებული მკითხველი არა ხარ, შეიძლება ვერც ვერასოდეს ოპოვო. ისეც ხდება, რომ ხანდახან, შემთხვევით გადაგვეყრება ხოლმე… თუმცა, შეიძლება ვერც შევამჩნიოთ, იმიტომ რომ ხშირად ისინი გარეგნულად არ ბრწყინავენ ხოლმე, მაგრამ ისეთ ენერგიას ასხივებენ, რაღაც დადებითს, განსაკუთრებულს, რომ როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო, საკმარისია რამდენიმე წუთი შეეხო და მაშინვე იცვლება სამყარო უფრო ლამაზ ფერებად… მას შეიძლება არ ქონდეს ყდა, შეიძლება საკმაოდ შელახულიც იყოს, ვერც ლამაზ ლამაზ ფოტოებს ნახავ შიგნით, მაგრამ მთავარი შინაარსია, ყოველთვის შინაარსია მთავარი და არა გარეგნული ბრწყინვალება… ასეთი წიგნების კითხვა ცხოვრებას ამარტივებს, სიცოცხლეს ახანგრძლივებს და უფრო საინტერესოს ხდის… ასე რომ თუ სადმე შეგხვდებათ დაუმეგობრდით, გვერდით დაუდექით და არსად არ გაუშვათ… მე ცარიელი წიგნებიც მინახავს, სულ ცარიელი, შეიძება ერთი სიტყვა ეწეროს, მაქსიმუმ ორი… მაგალითად: ფული, სექსი, მანქანა… ზოგიერთი ნახევრად ცარიელი წიგნები ჯადოსნური პასტითაა დაწერილი, აი ისეთით არჩევნებზე რომ იყო, მაგალითად დაწერ სექსს და ცოტა ხანში გაჩნდება ფული, ან პირიქით… მოკლედ ძალიან უცნაურია, მაგრამ ასეა და რას იზამ… ცარიელი წიგნები ძირითადად გარეგნულად მეტისმეტად ბრწყინავენ, შეიძლება პირველი რამდენიმე გვერდი დიდი რუდუნებით ქონდეს ავტორს შევსებული და ათასი მიმზიდველი (საინტერესოც კი) რამეებით გადაჭედილი, მაგრამ ამ დროს ჯობია კარგად გადაშალოთ, ბავშვობაში პროლოგი და ეპილოგის კითხვით რომ შემოიფარგლებოდა განათლება ისე კი არა… ზოგიერთი ადამიანი წიგნსაც არ გავს, უფრო ჟურნალს, ფერად ფერადს, სხვადასხვა ისტორიებით გაჯერებულს, სხვადასხვა ფოტოებით, ბრენდებით, სელებრითებით აჭრელებულს, მოკლედ_ ყვითელ პრესას… თან ყოველ კვირაში ახალი გამოდის… არ ვიცი, ზოგს მოსწონს ერთჯერადი გართობა, ან ყოველკვირეული, თუმცა ამისგან შეიძლება ერთჯერადი სიამოვნება და ისტორია დაგრჩეთ (ან ისტერია) რომელიც კარგს არაფერს მოგცემთ, თუმცა შეიძლება მოგცეთ კიდევაც კიდევ რა მინდა გითხრათ… კარგ ბიბლიოთეკას გისურვებთ და ბევრ დროს ამ ბიბლიოთეკაში გასატარებლად…
Комментариев нет:
Отправить комментарий