თუ ჩემი ძმა ხარ,ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით,
- მაშ გამარჯვება,ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა,რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება,მისთვის რა არი:
წავა,გაქრება,როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
ნეტა,სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი,
სჯობს აღარ გქონდეს,სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
- სხვა საქართველო მაინც სად არი, -
რომელი კუთხე,რომელ ქვეყნისა, -
ვის თუთხავს ასე ცეხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
დავბადებულვარ,რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი:
- მაშ,გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად,ჩვენ განუყრელი!
Комментариев нет:
Отправить комментарий