пятница, 29 марта 2013 г.

ლაშა ნადარეივილი - "ეი,ბიჭო სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!"



ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს,
ეი,ბიჭო,სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან,
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს.

ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ, - 
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს,
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!

ბერი - თეთრი ანაკუწი - 
გვარიდებდა სისხლის კალოს...
ყველა დუშმანს,როგორც უწინ,
გზა თევდორემ გაუკვალოს!

ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთათასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და 
შოთას ფრასკა არვინ შალოს...
ეი,ბიჭო სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

Комментариев нет:

Отправить комментарий