-წყაროზე დოქი გავტეხე!
-მერე რა მოხდა ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-ჭირიმც წაიღოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-დოქს რა გატირებს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-შენ შემოგევლოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-ნუმცა გქონია ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!ნუთუ არ გესმის ბებო?!
-დოქი წყაროზე გატყდება სხვაგან კი არა ბებო!
-დოქი მარტო მე გავტეხე სხვამ კი არავინ ბებო!
-ერთხელ ყველაიც გავტყდებით შენ დიდხანს მყავდე ბებო!
და მერე როცა დავწექით გვერდით მივუწექ ბებოს,ტირილით წავიჩურჩულე:
-ბებო,მისმინე ბებო!ცხრა შვილი გყავდა?
-ცხრა ვაჟი-კვნესით ამოთქვა ბებომ
--ცხრავე იმ დოქით დარბოდა?დღეს კი მე ფეხი წამოვკარ და დიმსხვრიე დოქი,ვერ შეგისრულე იმედი მე დაგიმსხვრიე ბებო!წყაროზე დოქი გავტეხე!დოქი გავტეხე ბებო!-ბებომ სანთელი აანთო პირჯვერი დაიწერა: -გამრჯვებულნო ხთიშვილნო ქართველთა ჯვარ-ხატებო თქვენ დამიამეთ ე ბალღი გაზარდეთ სანაქებო..დოქს რას დავეძებ თიხისას, ოღონდ ეს გამილაღდეს ეს გამიმრავლდეს წვრილშვილში,გამსხივნებული მყავდეს,სადიდებულო თქვენია და ეს ქვეყანაც ცამდე!-დაწვა ბებო და მეც მშვიდად ჩავეკარ ჩამჭკნარ გულში...
გოდერძი ჩოხელი
Комментариев нет:
Отправить комментарий