пятница, 29 марта 2013 г.

ანდერძი (ჩემი უსაყვარლესი ლექსი)

ანდერძი (ჩემი უსაყვარლესი ლექსი)

გიანდერძებ ამ ვარსკვლავებს
დაუნდობელ ამ საწუთროს,
დაგიტოვებ ამ ჩემს მკლავებს
რომ ხანდახან ჩაგეხუტოს...

დაგიტოვებ ლამაზ ჩიტებს,
ლექსის დამწერს მოგცემ პეროს,
გიანდერძებ ამ ჩემს თითებს
რომ ხანდახან მოგეფეროს...

დაგიტოვებ მთვარეს ცაში
თუ მოუვლი იმას ნეტავ,
გიანდერძებ თუ არ წაშლი
და ხანდახან შენც შეხედავ...

დაგიტოვებ ლამაზ ქუჩებს,
ყველა ყვავილს, ვარდს და მიმოზსს,
გიანდერძებ ამ ჩემს ტუჩებს
რომ ხანდახან გამიღიმოს...

იმას ვინც მე შემიყვარებს
დავუტოვებ მთას და ფერდობს,
გიანდერძებ ამ ჩემს თვალებს
რომ ხანდახან შემოგხედოს...

დაგიტოვებ გრძნობას ულევს
და ლექსების სავსე თაროს,
გიანდერძებ ამ ჩემს გულსაც
რომ ხანდახან შეგიყვაროს...

დაგიტოვებ ამ ჩემს სახელს
დაგიტოვებ,_ ოღონდ მენდე,
გიანდერძებ ამ ჩემს სახეს
რომ ხანდახან გაგახსენდე...

ვგრძნობ სიკვდილი უკვე მოდის,
შევაგროვებ შენთვის ვარდებს,
დაგიტოვებ ამ სულს ცოდვილს
რომ ხანდახან შენც გიყვარდეს...

Комментариев нет:

Отправить комментарий