воскресенье, 31 марта 2013 г.

ვინ იცის...




ვინ იცის ცხოვრება რა გზებით წაგვიყვანს,
რა სევდა გაჰყვება ბილიკს და სტრიქონებს.
ვის ბედი ფრთაშესხმულს, ზეცამდე აიყვანს,
ვინ კიდევ ბედ-იღბალს თავისთვის იგონებს.

იყო და რა იყო,უბრალო მხევალი,
არავის ანდობდა გრძნობებზე ჩივილებს,
გარდასულ ცხოვრების თავადვე მწერალი,
დახეულ ქოლგის ქვეშ მალავდა ტკივილებს.

შვენოდა სოფელს და უკბილო ქილიკით,
ვინ იცის, რამდენჯერ ცრემლებით ატარეს,
სიყვარულს ელოდა ნაცნობი ბილიკით,
სწორედ ამ გრძნობისთვის სიცილიც აყარეს.

ვაი, რომ არ ერგო ახდენა იმედის,
სატრფოსთან შეხვედრით სული ვერ იცხონა,
და რაკი არ ქონდა წყალობა მცირედიც,
მისივე მოგონილ გრძნობებით იცხოვრა.

ვინ იცის, ამ როლით რამდენი ქალია,
შენახულ ოცნებებს ვერვისთვის იმეტებს.
ვინ წლები უიღბლო ლოდინით გალია,
ვინ ქოლგას აფარებს მოგონილ იმედებს.

суббота, 30 марта 2013 г.

ადელე-ვაფასებ!

http://www.youtube.com/watch?v=7HKoqNJtMTQ

სერაფინა


მშობლები ადრე გარდაეცვალა.ეწეოდა შავ სამუშაოებს.ხან დამლაგებლად მუშაობდა,ხან ნახირს უვლიდა.გენიალურობა კი ხატვის ნიჭში გამოამჟღავნა.ფიზიკური შრომით დაღლილი ღამე პატარა ოთახში ხატავდა.მისი ხატვის საიდუმლო დღემდე საიდუმლოდ დარჩა.ის იყენებდა მცენარეებს,ფერების მიხედვით მათ პიგმენტებს.ზეთისთვის ეკლესიაში შეიპარებოდა,წითელი ფერისთვის საქონლის ხორცის სისხლს ჩუმად ბოთლში ასხამდა...შესანიშნავი ნამუშევრები ერთმა ვილჰელმმა შეუფასა,რომელთანაც მხატვარი ალაგებდა.მან სტიმული მისცა,იმ პირობით რომ არ შეეწყვიტა ხატვა,რადგან მალე პარიზში გამოფენას მოუწყობდა.მეორე მსოფლიო ომი იყო. მხატვარი ქალი გადარჩა.ვილჰელმმა როცა ჩააკითხა, სახლი სავსე იყო ნახატებით.მაგრამ ომის შემდგომი კრიზისი იყო და გამოფენა ვერ მოეწყო.მხატვარი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა,სადაც გარდაიცვალა კიდეც.დღემდე მისი ნამუშევრები უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს.მასზე ფილმი გადაიღო მარტინ პროვომ.ფილმმა შვიდი "სეზარი" მიიღო.მორომ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.
სერაფინა ლუი.ყვავილების თემა და ნაივისტური მიმდინარეობა :)

,,მადლიერება"



თბილი საბანი, რომელიც საქველმოქმედო ფონდში მისცეს, კომფორტულად ეხუტებოდა მის მხრებს, ხოლო ფეხსაცმელები, რომლებიც დღეს იპოვა ნაგვის ურნაში, სულაც არ უჭერდა.
ქუჩის სინათლე მის სულს ათბობდა ამ საშინელი სიცივის შემდეგ.
ქუჩის სკამის ჭრაჭუნი ასეთი ახლობელი იყო მისი ბებერი ზურგისთვის.
"მადლობა უფალო, "- ფიქრობდა ის - "ცხოვრება უბრალოდ შესანიშნავია!"



ენდრიუ ე.ჰანტი   


P.S. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერის ფონზე... ჩვენ ცხოვრება...
ბოლოს როდის ვთქვით "მადლობა უფალო"?...
თუმცა ალბათ ეს ძალიან რთულია...
მარტივია (და თანაც მოდაშია...) წუწუნი, უმადურობა, ამპარტავნება...
მოგონილი უაზრო მიზეზებით შექმნილი დეპრესიული ყოფაც მიმზიდველი გახდა უკვე...
ადამიანური თანაგრძნობა კი ყალბი და ერთჯერადი...














...სამყაროში არსებობს ორი ბრმა ადამიანი...



...სამყაროში არსებობს ორი ბრმა ადამიანი:_თქვენ და მე...თქვენ,რადგან ვერა მხედავ,  თუ რა ძლიერ მიყვარხარ...და მე ვარ,რადგან  თქვენს გარდა სხვას ვერა ვხედავ...

ვინა სთქვა...




*************************************8



მიყვარს ქართულად...

...მიყვარს ქართულად,მძულს ქართულად,
 ვწუხვარ ქართულად,ვმღერი ქართულად.
 მადლობა ღმერთის,ნებადართულად, 
შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად.
 ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ესეც ქართულად. 
თარგმნეთ რუსულად,კი ბატონო,თუნდაც ფრანგულად,
 მაგრამ მე მიყვარს,მე მძულს,მე მწამს, მე ვწერ ქართულად.
 მე,ყოვლად ქართველს,ყოველივე მიყვარს ქართული, 
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული!

пятница, 29 марта 2013 г.

http://www.youtube.com/watch?v=0S4_bMFX754

http://www.youtube.com/watch?v=0S4_bMFX754

ყველა ქალი...



მახინჯი თუ ლამაზი, ჭკვიანი თუ სულელი, მსუქანი, გამხდარი, ქერა, შავთმიანი… ოცნებობს სიყვარულზე… არაფერზე სხვაზე… არც მანქანებზე, არც ვილებზე, არც მწვანეებზე… უბრალოდ სიყვარულზე…

ყველა ქალი ოცნებობს ისეთ თავბრუდამხვევ სიყვარულზე, სიგიჟეზე, რომანტიულ თავგადასავლებზე, ისეთებზე ზღაპრულ მელოდრამებში რომაა… თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე რომელიც ცხრაკლიტულიდან გამოიყვანს და ლაჟვარდოვან სამეფოში გადააფრენს:)

47d9a8fbd35e.jpg

ყველა ქალი ოცნებობს ამ ქვეყნად ერთი ადამიანისთვის მაინც იყოს სამყაროს დასაწყისი და დასასრული, ერთი ადამიანისთვის მაინც იყოს ცხოვრების აზრი და საწყისი…

ყველა ქალი ოცნებობს ვიღაცისთვის დედამიწის ღერძი იყოს, მზე იყოს მანათობელი, ერთადერთი ენერგიის წყარო, ერთადერთი და განუმეორებელი, რომლის მსგავსი არც არსებობდა და არც იარსებებს…

ყველა ქალი ოცნებობს ვიღაცის ფიქრი და გონება იყოს, ვიღაცის მომავლის იმედი, ფიქრი, ოცნება…

ყველა ქალი, მიუხედავად საზოგადოებრივი იმიჯისა, მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა და გონებრივი შესაძლებლობისა ოცნებობს.. ოცნებობს… ოცნებობს დაუსრულებლად…

ყველა ქალს უნდა იყოს დედოფალი, თავზე გვირგვინით, ნამდვილი გვირგვინით და ის ერთი, ერთადერთი მის ფეხებთნ დამხობილი ყმა, მონა, მისი სურვილების ახდენაზე მეოცნებე…

ოცნებები ოცნებებად რჩება, ქალები ქალებად და არა დედოფლებად, სიყვარული კი ხშირად საპნის ოპერების თემად...

არ ვიცი რომელი მხარე ცდება. ქალები, რომლებიც ფუჭ ოცნებებს დასდევენ, მელოდრამების სცენარებით აგებენ საკუთარ მომავალ ცხოვრებას, თუ მამაკაცები, რომლებიც ეგოისტებად დაიბადნენ და საკუთარი ცხვირის მიღმა დიდხანს გახედვა უჭირთ. 

სავარაუდოდ ორივე…

მამაკაცებო, მინდა გითხრათ, რომ დაანებეთ თავი ქალების გაგებას, უბრალოდ გიყვარდეთ…

პ.ს. ვინც ამ პოსტის წაკითხვის მერე იტყვის, “მე არაო”, “უუFო”, “მეოცნებე შენ ხარო”, “რა დროს ჩემი ეგეთებიაო”, გაიხსენოს რამდენჯერ გადმოუგდია ობოლი კურცხალი მელოდრამებზე ;)

პ.პ.ს. ვიცი, რომ მამაკაცებიც ოცნებობენ :)))

შეგონება



 ..უფალო...მექმენ შემწედ და მომეც უნარი,ვემსახურო სიმშვიდეს შენსას......სადაც სიძულვილი მძვინვარებს,იქ სიმშვიდე შემატანინე......სადაც სასოწარუკვეთიათ,_იმედი.....სადაც შეურაცხოფენ ერთმანეთს მიტევება.......სადაც სიბნელეში სხედან_იქ სინათლე შემატანინე... ..სადაც მწუხარენი არიან-სიხარული!... ო,ზეციერო,დეე, ვისწრაფოდე ნუგეშის ცემად...მესმოდეს სხვისი_ვიდრე ჩემსას შეისმენდნენ....მიყვარდეს_ვიდრე ვეყვარები.... ...რამე თუ,რასაცა გავცემთ_ის არის ჩვენი... ...როგორც მივუტევებთ_ისე მიგვეტევება... ...ხოლო სიკვდილის კარიბჭის გავლით_ვიბადებით მარადიული სიცოცხლით_ამინ!

საოცარი ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს


ეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო, მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.image
გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს”, უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა…
მეორე დღეს ფერმერმა დაინახა, რომ მის სახლს მიადგა მდიდრული ეტლი, რომელზედაც ჯიშიანი ცხენები იყვნენ გამობმული. ეტლიდან გადმოვიდა მდიდრულად ჩაცმული ჯელტმენი და იკითხა:
-თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?
-დიახ-უპასუხა გლეხმა.
-რამდენი გადაგიხადოთ?
-არაფერი, მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.
-არა მე არ შემიძლია ეს ასე უბრალოდ დავტოვო, ჩემი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მითხარით რამდნიც გნებავთ – არ ეშვებოდა მდიდარი ჯელტმენი.
-მე აღარ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ – უპასუხა გლეხმა და გაბრუნდა, რომ წასულიყო, მაგრამ ამ დროს სახლიდან გამოიქცა პატარა ბიჭი.
- ეს თქვენი შვილია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა.
-დიახ-ამაყად უპასუხა გლეხმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
-მოდით, მაშინ გავაკეთოთ ასე, მე წავიყვან თქვენს შვილს ლონდონში, დავაფინანსებ მის განათლებას. თუ ის ისევე მადლიერია როგორც მისი მამა, მაშინ არც მე და არც თქვენ არ ვინანებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ.
გავიდა რამდენიმე წელი, ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, მედიცინის უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი გაიცნო მთელმა მსოფლიომ, როგორც ადამიანი, რომელმაც გამოიგონა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.
ომის დაწყების წინ, ერთერთ მდიდრულ კლინიკაში მოათავსეს სწორედ იმ მდიდარი ჯელტმენის შვილი, ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით და როგორ ფიქრობთ რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? დიახ პენიცილინმა, რომელიც შექმნა ალექსანდრე ფლამენგმა. ხოლო მდიდარი ჯელტმენი, რომელმაც დააფინანსა მისი განათლება, იყო პანდოლფ ჩერჩილი. ხოლო მის შვილს ერქვა უინსტონ ჩერჩილი, რომელიც შემდგომ გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამის გამო, ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება”.
imageსურათზე აღბეჭდილნი არიან ალექსანდრე ფლემინგი და უინსტონ ჩერჩილი.

იის კონაში გადავცვლიდი გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს...


იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს,
დავივიწყებდი განშორებით გახსნილ იარებს,
დაღლილი გული საქციელებს მუდამ მიოცებს,
ვერ დაგივიწყე, არაფრით არ გადამიარე.

სულ ერთი კონა, ოღონდ მხოლოდ შენი ხელებით,
იქნება გულმა გიჩურჩულოს ჩემი სურვილი.
ლურჯთვალა იებს შენს ხელებში მოვეფერები
და ვიტყვი ნატვრებს მოვუკალი ყველა წყურვილი.

იის კონაში დღეს სიცოცხლეს ვიძლევი ქალი,
ალბათ სისუსტემ საბოლოოდ გაწყვიტა ძარღვი.
დე, დარჩეს ჩემად ახდენილი ოცნების ვალი.
იის ფოთლებში სიხარულის ცრემლებს თუ ჩავღვრი.

იის კონაში გადავცვლიდი ანთებულ თვალებს
რა გამხელილი სისუსტეა ქალის თხოვნაში,
რარიგ ტკივილით განუვლიათ ცხოვრება ქალებს,
ვისაც სიცოცხლე გაუცვლია იის კონაში.

იის კონაში დღეს ღიმილს და სიყვარულს გავცვლი,
უსურნელო და უყვავილო არაფერს ვგავარ,
ყველა ოცნებას ამ პატარა კონაში დავცლი
და შენგან ნატვრა ახდენილი იებით წავალ.

იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს.....

ანდერძი (ჩემი უსაყვარლესი ლექსი)

ანდერძი (ჩემი უსაყვარლესი ლექსი)

გიანდერძებ ამ ვარსკვლავებს
დაუნდობელ ამ საწუთროს,
დაგიტოვებ ამ ჩემს მკლავებს
რომ ხანდახან ჩაგეხუტოს...

დაგიტოვებ ლამაზ ჩიტებს,
ლექსის დამწერს მოგცემ პეროს,
გიანდერძებ ამ ჩემს თითებს
რომ ხანდახან მოგეფეროს...

დაგიტოვებ მთვარეს ცაში
თუ მოუვლი იმას ნეტავ,
გიანდერძებ თუ არ წაშლი
და ხანდახან შენც შეხედავ...

დაგიტოვებ ლამაზ ქუჩებს,
ყველა ყვავილს, ვარდს და მიმოზსს,
გიანდერძებ ამ ჩემს ტუჩებს
რომ ხანდახან გამიღიმოს...

იმას ვინც მე შემიყვარებს
დავუტოვებ მთას და ფერდობს,
გიანდერძებ ამ ჩემს თვალებს
რომ ხანდახან შემოგხედოს...

დაგიტოვებ გრძნობას ულევს
და ლექსების სავსე თაროს,
გიანდერძებ ამ ჩემს გულსაც
რომ ხანდახან შეგიყვაროს...

დაგიტოვებ ამ ჩემს სახელს
დაგიტოვებ,_ ოღონდ მენდე,
გიანდერძებ ამ ჩემს სახეს
რომ ხანდახან გაგახსენდე...

ვგრძნობ სიკვდილი უკვე მოდის,
შევაგროვებ შენთვის ვარდებს,
დაგიტოვებ ამ სულს ცოდვილს
რომ ხანდახან შენც გიყვარდეს...

მე უეცარი შეხება მიყვარს


მე უეცარი შეხება მიყვარს..
შმაგი ვნებებით გამოწვეული...
გიჯი ალერსით დაკმენილ ტუჩით..
შენს სათუთ ტუჩთან ნაზი ჩურჩული

მე გადაღლილი გულები მიყვარს
ვნების ქარცეცხლში გადაკლულები
ამ სიყვარულის მოსმენაა მიყვარს
ჩუმად როცა ვართ განაბულები

შენი თვალების ფერები მხიბლავს
ოცნების ფუნჯით მოხატულები
დარდიან ღამის ცრემელბი მიყვარს
შენს ლამაზ მკერდზე დანამულები

შენი ლამაზი ხელები მიყვარს
ქვეყნათ სიკეთით დაღალულები
შენს სათუთ ხმაში გაბუტვა მიყვარს
ჩემო ძვირფასო განსაკუთრებით

შენს ლამაზ გულში სიცოცხლე მიყვარს
ჩემი ლექსებით ასახულები
შენთან ლამაზი სიკვდილიც მიყვარს
ქვეყნიერების დასასრულებით

ძვირფასო მე შენთან მინდა
დასასრულამდე არ დასრულებით
მე შენ მიყვარხარ ჩემო ქალღმეთო
განსაკუთრებით განსაკუთრებით.

,,ვეძებ ადამიანს"_დიოგენე

  ვგრძნობ, რომ ამ ცხოვრების გავხდი მაწანწალა, 
რა ვარ? არაფერი, უფრო - არავინ და
რადგან სურვილები უკვე ჩაიფერფლა,
ალბათ ამიტომაც ჩემთვის მთავარია -
ერთი მაპოვნინა, ერთი! მეტს არ ვითხოვ,
როგორ დავიჯერო, სულაც არ არიან...
მთელი ცხოვრებაა ასე დავდივარ და
მხოლოდ ერთი მიზნით - ვეძებ ადამიანს!
ასე გაგრძელდება, ალბათ დიდი ხანი,
არც ვიცი, გავუძლებ თუ არა ზურგის ქარს,
ადამიანი-თქო, თანაც, მხოლოდ ერთი...
ვიპოვე? ამაზე ნურაფერს ნუ მკითხავ...
ალბათ ამის გამო ჩემზე ქილიკობდნენ,
ბევრმა დამცინა და თავი ამარიდა,
მაგრამ ვბოდიალობ მაინც ჯიუტად და
სურვილშეპყრობილი - ვეძებ ადამიანს...
ვხედავ, ყველაფერი შურმა როგორ გაღრღნა,
უკან დასდევს თუმცა ზოგთა პირფერობა...
შეგვცვლის ვეღარავინ, ვიცით უკვე რადგან,
რომ ეს, ერთადერთი, ღმერთთან ისჯებოდა...
გავხდი ამ ცხოვრების ბედის მაწანწალა,
ვინ ვარ? არავინ და მეტიც - არაფერი!
ვეძებ ადამიანს მთელი ცხოვრება და
ვნახავ, თუ იქამდე თვითონ გადავრჩები...


მივდივარ...


მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნიდან,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ–უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,
იქ , სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,
წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.

მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,
დრო, ისე აჩქარდა წამებსაც ვერ უთვლის,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,
იქ, უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.

ცხოვრება სპექტაკლია






ამ ცხოვრებაში ბედნიერება უსაზღვრო
ნუ გგონია...
აქ ხომ ცხოვრება სპექტაკლია, ხანაც
პაროდია...
საერთოდ ამ ქვეყნად ამდენხანს რამ
მარონია...
აქ ხომ ბედნიერება უბედურებაზე ჩაბმული
2 ვაგონია...
სიკვდილი მესამეა და დაუწერელი
კანონია...
მაგრამ, მე ეს ასე სულაც
არ მგონია...
ცხოვრება ხანდახან ლამაზი
რამ მგონია...
სიკვდილს? მე მოვკლავ იარაღი ადვილი
საშოვნია...
მერე ჩემს უკვდავებას + ბედნიერება
=ჰარმონიას...
ეს არის გიჟის არიტმეტიკა და შეშლილი
აგონია...
არ ვიცი მაგრამ მე ასე
მგონია...
ალბათ, იმიტომ რომ ნიღაბი
არ მქონია...
და არც არასდროს ბევრი ღმერთი მე
არ მყოლია"...





























































_წყაროზე დოქი გავტეხე!_



-წყაროზე დოქი გავტეხე!
-მერე რა მოხდა ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-ჭირიმც წაიღოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-დოქს რა გატირებს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-შენ შემოგევლოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-ნუმცა გქონია ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!ნუთუ არ გესმის ბებო?!
-დოქი წყაროზე გატყდება სხვაგან კი არა ბებო!
-დოქი მარტო მე გავტეხე სხვამ კი არავინ ბებო!
-ერთხელ ყველაიც გავტყდებით შენ დიდხანს მყავდე ბებო!
და მერე როცა დავწექით გვერდით მივუწექ ბებოს,ტირილით წავიჩურჩულე:
-ბებო,მისმინე ბებო!ცხრა შვილი გყავდა?
-ცხრა ვაჟი-კვნესით ამოთქვა ბებომ
--ცხრავე იმ დოქით დარბოდა?დღეს კი მე ფეხი წამოვკარ და დიმსხვრიე დოქი,ვერ შეგისრულე იმედი მე დაგიმსხვრიე ბებო!წყაროზე დოქი გავტეხე!დოქი გავტეხე ბებო!-ბებომ სანთელი აანთო პირჯვერი დაიწერა: -გამრჯვებულნო ხთიშვილნო ქართველთა ჯვარ-ხატებო თქვენ დამიამეთ ე ბალღი გაზარდეთ სანაქებო..დოქს რას დავეძებ თიხისას, ოღონდ ეს გამილაღდეს ეს გამიმრავლდეს წვრილშვილში,გამსხივნებული მყავდეს,სადიდებულო თქვენია და ეს ქვეყანაც ცამდე!-დაწვა ბებო და მეც მშვიდად ჩავეკარ ჩამჭკნარ გულში...


გოდერძი ჩოხელი


,,ადამიანები წიგნები"



"თეთრი სახლის" ბინადარი ცხოველები



ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტს 1909-1913 წლებში - უილიამ ჰოვარდ ტაფტს (1857-1930 წლები),საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა.სანამ უილიამი საპრეზიდენტო პოსტზე წარადგენდა თავის კანდიდატურას და გაიმარჯვებდა,მანამდე ოჯახის ერთ-ერთ მარჩენალს წარმოადგენდა ძროხა,სახელად - მული ვული.როდესაც უილიამი ოჯახთან ერთად "თეთრს სახლში" გადავიდა საცხოვრებლად,ოჯახმა მული ვული,ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ ფერმას მიაბარა.მოგვიანებით ვისკონსინის შტატის სენატორმა ისააკ სტივენსონმა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტს საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მიართვა "თეთრ სახლში".საჩუქარს კი წარმოადგენდა ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა,რომელსაც შემდგომში პრეზიდენტმა - პოლინ უეინი უწოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უილიამ იმდენად შეუყვარდა იგი,რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე "თეთრ სახლში" ჰყავდა დაბინავებული.ამ პერიოდის მანძილზე კი იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა თეთრი სახლის მიმდებარე ბაღში და უილიამის ოჯახს რძითაც ამარაგებდა.უილიამ ჰოვარდ ტაფტის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ,უკვე "სახელოვანი" ჰოლშტეინის ძროხა,სახელად პოლინ უეინი,რომელიც მთელ ამერიკაში ცნობილ ცხოველად იქცა,გადაყვანილ იქნა უკანვე,ვისკონსისნის შტატის იმ ფერმაში,საიდანაც წამოიყვანა პირადად პრეზიდენტისათვის ისააკ სტივენსონმა.


"ჰოლშტეინის" ჯიშის ძროხა

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-6 პრეზიდენტს 1825-1829 წლებში - ჯონ კუინსი ადამსს (1767-1848 წლები),ერთ-ერთმა გამორჩეულმა (ეროვნებით ფრანგმა) მეგობარმა - მარკიზ დე ლა ფაიეტმა,რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის არმის გენერალი იყო "თეთრ სახლში" ვიზიტისას,პრეზიდენტს "დაუვიწყარი" საჩუქარი გადასცა.საჩუქარს კი რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს წარმოადგენდა - ალიგატორი,რომელიც მოშინაურებული გახლდათ.მოგვიანებით ადამსი აღიარებდა,რომ მეგობარმა მას მართლაც საოსარი საჩუქარი გადასცა და ძალიან შეუყვარდა კიდეც იგი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ალიგატორი დაბინავებული გახლდათ "თეთრი სახლის" ერთ-ერთ სააბაზანოში.იყო შემთხვევები,როდესაც ადამსს ახლობლები ეწვეოდენ ხოლმე და სთხოვდნენ მისთვის სააბაზანო ეჩვენებინა,რაზეც ადამსი მათ იმ სააბაზანოს გზას მიასწავლიდა სადაც ალიგატორი იყო დაბინავებული.სტუმარი როდესაც სააბაზანოს კარს შეაღებდა შიშისაგან ელდა ნაცემი,უკანვე პანიკაში ჩავარდნილი ბრუნდებოდა.ამაზე კი არა ერთხელ გულინად უცინია და უხალისია ჯონ კუინსი ადამსს.

ალექსანდრე საჯაია_,,კაფია"(ვახტანგ ჭელიძეს)



ქარი,ავდარი და მისტერია!..
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
არაფერია,წვიმას აპირებს!
შენ კი მითხარი: - არაფერია!
ლამაზი იყო,მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი,თეთრი ფერია.
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ,კვლავ მითხარი: - არაფერია!
ცრემლები დაშრნენ.
დღეს-დღენი მიჰყვა...
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.
არაფერია,მე ბავშვი ვიყავ,
თორემ ცრემლებიც არაფერია...
მოიტათ ღვინო.
...სულში ფარული
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც,
ვხედავ,მეწვია მე სიხარული,
მაგრამ ძნელია მისი ატანაც.
მოიტათ ღვინო... ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია...
ვგიჟდები... ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ ეგ ძვირფასი: - არაფერია!

ლატარეა_,,ეპიზოდი"


ყოველი ქრისტეშობისათვის,ესპანეთში თამაშდება ლატარეა,სადაც უზარმაზარი თანხის მოგებაა შესაძლებელი.ესპანელები ამ ლატარეას "El Gordo"-ს,ანუ "დიდ კუშს" ეძახიან.სწორედ აღნიშნულ ლატარეასთან დაკავშირებით დაფიქსირდა,საკმაოდ საინტერესო ფაქტი,ესპანეთის ერთ-ერთ პატარა სოფელ სოდეტოში.სულ ამ სოფელში 70 კომლი ცხოვრობს და მათ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში,გადაწყვიტეს ერთი (საერთო) ლატარეის ბილეთის შეძენა.თუმცა დანარჩენი 69 ოჯახისაგან განსხვავებით,ერთ-ერთმა,კერძოდ - კოტსის მისოტაკისის ოჯახმა,აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.სოფელ სოდეტოს 69 ოჯახმა კი,საერთო გადაწყვეტილების ნიადაგზე შეისყიდეს ლატარიის ბილეთი ნომრით (58268).ლატარიის გათამაშების შემდგომ მთელი სოფლის მოსახლეობა ეიფორიამ მოიცვა,რადგან მათ მიერ შესყიდულმა ლატარიის ბილეთმა,მთავარი პრიზი - 950 მილიონი ამერიკული დოლარი მოიგო.ფაქტიურად,ესპანური სოფლის სოდეტოს თითოეული ოჯახი,გარდა ერთისა "მილიონერი" გახდა.აღსანიშნავი და გამოსაყოფია ის გარემოებაც,რომ მიუხედავად უზარმაზარი თანხის მოგებისა,კოტსის მისოტაკისის,ანუ იმ ერთადერთი მეზობელი ოჯახისათვის,რომელმაც უარი განაცხადა ლატარეის თამაშზე,გამდიდრებულ მეზობლებს,არანაირი ფინანსური დახმარება არ გაუწევიათ.

ტიციან ტაბიძე_,,მაშ გამარჯვება"



თუ ჩემი ძმა ხარ,ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით,
 - მაშ გამარჯვება,ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა,რომ მზედ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება,მისთვის რა არი:
წავა,გაქრება,როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ნეტა,სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი,
სჯობს აღარ გქონდეს,სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

 - სხვა საქართველო მაინც სად არი, - 
რომელი კუთხე,რომელ ქვეყნისა, -
ვის თუთხავს ასე ცეხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

დავბადებულვარ,რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი:
- მაშ,გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად,ჩვენ განუყრელი!

,,ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია"



1. ბევრი მცდელობის შემდეგ,როგორც იქნა საკუთარ ცხოვრებაში პირისპირ შევხვდი,უმთავრეს მტერს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის,იგი - საკუთარი მე აღმოჩნდა.
2. რატომ უნდა იმართლო თავი,მაშინ,როდესაც ეს შენი მეგობრებისათვის არაფერს ცვლის,ხოლო მტრებისთვის მაინც დაუჯერებელია.
3. ხელოვნების უმთავრესი მტერი,სახელად - უმეცრებაა.
4. შესაძლებელია შეცვალო ტრაექტორია,თუმცა არ შეიძლება შეცვალო გეზი.
5. თუ კი დავიწყებთ ადამიანების განსჯას,მათ შესაყვარებლად დრო აღარ დაგვრჩება.
6. თუ კი ცხოვრებაში არავისი არაფერი გმართებს,უნდა მიიჩნიო,რომ არც არავის,არაფერში ჭირდები.
7. უმჯობესია საკუთარი თავი მოვატყუილოთ,ვიდრე ამას სხვები აკეთებდნენ.
8. იდეალისტები ვერასოდეს იღებენ იმას,რაზეც ოცნებობენ.
9. ის ვისიც ეშინია ბევრ ადამიანს,უნდა იცოდეს,რომ მასაც ეშინოდეს ბევრის.
10. იმის ნაცვლად,რომ ავაგოთ ხიდები - ვაგებთ კედლებს.

ლაშა ნადარეივილი - "ეი,ბიჭო სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!"



ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს,
ეი,ბიჭო,სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან,
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს.

ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ, - 
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს,
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!

ბერი - თეთრი ანაკუწი - 
გვარიდებდა სისხლის კალოს...
ყველა დუშმანს,როგორც უწინ,
გზა თევდორემ გაუკვალოს!

ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთათასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და 
შოთას ფრასკა არვინ შალოს...
ეი,ბიჭო სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!