...
სიყვარულია შენი ცქერისას რასაც განვიცდი,მონატრებაა უსასრულო,დრო რომ არ იცის,სიყვარულია შენს თვალებსი ჩაღვრილი სითბო,და რომ ყოველ წამს ჩემი გული შენს ნახვას ითხოვს,სიყვარულია შენთან შეხვედრა მე რომ მაწამებს,და მაინც ვტკბები შენი ნახვით,ვერ ვთმობ ამ წამებს,სიყვარულია,რომ ცხოვრება უშენოდ არ ღირს,და ყველაფრისგან ძალადაკარგულს,უზომოდ დაღლილს.ჩემი ღიმილი და თბილი კოცნა რომ გავსებს შვებით, რომ მეც ცხოვრებას თავიდან ვიწყებ და მხოლოდ შენით,სიყვარულია მე რომ ღმერთმა სული მაჩუქა,და ამ სულისთვის პატრონობა შენ ერთს გარგუნა,სიყვარულია ,რომ შენთვის მინდა წამი ყოველი,შენა ხარ ჩემი სიყვარულის სვეტი ცხოველი..
Комментариев нет:
Отправить комментарий