суббота, 25 мая 2013 г.

ფანქარი


ფანქარი

ფანქრის ოსტატმა დასრულებული ფანქარი გვერდზე გადადო და უთხრა:

– ვიდრე ცხოვრების დინებაში ჩაერთვები არსებობს 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. ყოველთვის გახსოვდეს ისინი, არასოდეს დაივიწყო და შეძლებ, რომ ამქვეყნად ერთ–ერთ საუკეთესო და ღირსეულ ფანქრად ჩამოყალიბდე...

პირველი: შეგეძლება გააკეთო უამრავი დიდებული საქმე, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ამისათვის დამხმარე ხელი დაგჭირდება...

მეორე: ხშირად მოგიწევს მტკივნეული "გათლის" ატანა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს შენ გჭირდება, იმისათვის, რომ უკეთესად აკეთო შენი საქმე...

მესამე: ყოველთვის შეგეძლება გამოასწორო დაშვებული შეცდომები...

მეოთხე: ფანქარში მთავარი მისი ხის გარეკანი არაა. ფანქრის მისიაში მისი შიგთავსი, მისი გული ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს...

და მეხუთე: რა მატერიაზეც არ უნდა გამოგიყენონ, რა მატერიაზეც არ უნდა წერო, ყოველთვის უნდა შეძლო,რომ დატოვო შენი კვალი... და პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად არ უნდა შეჩერდე და მუდამ განაგრძო წერა...რადგან ეს შენი მოვალეობა და დანიშნულებაა...და მხოლოდ ამის გამო გქვია ფანქარი...

ფანქარი ყველაფერს მიხვდა და ღრად ჩაიბეჭდა გულში...

მოდით ახლა ამ იგავარაკში ფანქრის ნაცვლად შენი თავი ჩავსვათ. მუდამ გახსოვდეს ეს ყველაფერი და ერთ–ერთ საუკეთესო და გამორჩეულ პიროვნებად ჩამოყალიბდები.

პირველი: შენ შეძლებ გააკეთო უამრავი ღირსეული საქმე,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაივიწყებ ღვთის არსებობის შესახებ და მუდმივად მიენდობი მის მფარველ ხელს...

მეორე: ხშირად მოგიწევს უამრავი დაბრკოლებისა და პრობლემის გადალახვა. ვიცი ეს ყველაფერი ისეთივე მტკივნეული იქნება, როგორიც მაგალითად ფანქრისათვის წვერის გათლაა, თუმცა მუდამ გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის,რომ უფრო ძლიერ და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდე...

მესამე: შეცდომების დაშვების შიშით ნაბიჯის გადადგმისა ნუ შეგეშინდება.გახსოვდეს, რომ ყოველთვის გექნება შესაძლებლობა იმისა , რომ გამოასწორო შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვა...

მეოთხე: შენში ყველაზე მნიშვნელოვანი არა შენი გარეგანი მხარე და შეხედულება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შენი შინაგანი მხარეა...

მეხუთე: სადაც არ უნდა იყო და და რასაც არ უნდა აკეთებდე ყოველთვის უნდა შეძლო და დატოვო შენი კვალი! და არა აქვს მნიშვნელობა,თუ როგორ რთულ სიტუაციაში ხარ, ყოველთვის უნდა იპოვო გამოსავალი და განაგრძო გზა... რადგან ეს შენი დანიშნულება და მოვალეობაა !!!

იმედია თქვენც ყველაფერს მიხვდით და ღრმად ჩაიბეჭდეთ გულში.


Комментариев нет:

Отправить комментарий