понедельник, 27 мая 2013 г.

  სიტყვა თამარ მეფის სამღვდელოების მიმართ...

„წმინდთნო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა, თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხის გებას ჩვენი ცხონების შესახებ. მიაქციეთ მკაცრი ყურადღება ქრისტეანეთა ცხოვრებას, კეთილი მხარე ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ, ხოლო რაც უგვანო და ბოროტი რამაა მასში, უსათუოდ მოსპეთ, მოჰკვეთეთ და სასტიკად აკრძალეთ დადგენილებით. გასწორება იწყეთ ჩემიდგან, რადგანაც სიდიდეს ვატარებ მეფობისათვის და არა ღვთის საგმობლად.



ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურც უბრალო პირებს შეურაცხყოფთ მისთვის, რომ იგინი უბრალონი არიან. თქვენ კეთილი დადგენილებანი მოახდინეთ, და მე მათი შესრულებით დაგეხმარებით, თქვენ სწავლა მოგვეცით, და მე თქვენს სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ, თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ, და მის განხორციელებას მე ვიდებ თავს. ორივე მხარემ ხელი ხელს მივცეთ სარწმუნოების დაცვაში, რომ არ ჩავცვივდეთ ღვთის პასუხისგებაში. თქვენ, როგორც მღვდლები, მე, როგორც მეფე, თქვენ, როგორც უფროსი გამგენი, მე, როგორც უბრალო დარაჯი“.


,,მთელი ქვეყანა არაჩვეულებრივ და ჩვეულებრივ ადამიანებად არის დაყოფილი.ჩვეულებრივი ადამიანები მოვალენი არიან კანონის მორჩილნი იყვნენ და არ დაარღვიონ იგი,იმიტომ,რომ ჩვეულებრივ ხალხს წარმოადგენენ,არაჩვეულებრივ ადამიანებს კი უფლება აქვთ ყოველგვარი დანაშაული და უკანონობა ჩაიდინონ,მხოლოდ იმიტომ,რომ არაჩვეულებრივი ბუნებისანი არიან..."

(დანაშაული და სასჯელი)
ტერენტი გრანელი–სიკვდილის შემდეგ...

დადგება ზამთარი...
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

суббота, 25 мая 2013 г.

სიყვარული ზეცის სუნთქვაა

...სიყვარული ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც. ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს... ჩვენ, ადამიანებს, ისე გვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება ამ სიყვარულით ყველაფერი მოვიმოქმედოთ. დიდ სიყვარულს კი გაძლება უნდა, გარკვევა და სწორი გზა უნდა და თუ ამას ვერ გავუძელით, შეიძლება დავასრულოთ ყველაფერი..

წერილი არაფერზე



წერილი არაფერზე

არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _
არც წარსული, არც მომავალი...
აწმყო, მით უფრო...
რა გაგახსენო?
. . . . . . .

. .
გახსოვს,
როდესაც ერთნი ვიყავით?
გახსოვს,
როდესაც ნეკნი ვიყავი
და შენს სხეულში
მშვიდად მეძინა...

ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს
წვრილ_წვრილ ამბებად,
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება,
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენში და შენთან,
ისიც მეყოფა,
რომ ვუსმინო
შენს გულის ფეთქვას...

ვცვალო ცხოვრება,
ვცვალო რიტმი,
ვცვალო ამინდი...
რა მარტივია...

სიყვარული არსად არ მიდის,
სისხლში ჩამექცა,
უჯრედებში სითბოდ დამყვება...
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება...

თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენთან და შენში...
და არ მიკითხავს,
შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს?
მინდა, რომ მითხრა _
რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ...
ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ
სალაპარაკო?

ცირა ბარბაქაძე

უსისხლო წერილი


                                               უსისხლო წერილი

მთელი ჩემი ხუთ ლიტრამდე სისხლი
შენს ლექსებში ჩავტოვე.
ბოლო წვეთებით გწერ ამ წერილს...
დავცარიელდი...
არ გთხოვ, სისხლი გადამისხი მეთქი,
არ მინდა, დაგაკლო არც ერთი წვეთი...
გინდა, წვიმის წყალი გადაუსხი
გამომშრალ ძარღვებს...
ახალმოსული,
გამოხდილია...
მე გამიწყალდება სისხლი,
მერე ის სისხლი გულს გამიწყალებს,
ამიწყლიანდება თვალები (როგორც ყოველთვის)
და გავხდები უმოწყალო და წყალწაღებული,
და...

ენას ვეღარ ავიწყლიანებ
შენთვის _
ვის რაში უნდა, უსისხლო Dდა წყალწყალა ლექსი...
ბოლოს მთლიანად გავწყალდები
და არ ვინატრებ:
ნეტავი დედას გავწყალებოდი მუცლადყოფნისას
და არ მენახე...
არ მინდა, წყალწყალა და უშენო ყოფნა და
წვიმის წყალივით ავვორთქლდები,
შენკენ წამოსულ ღრუბელს გამოვყვები
და შენს თავზე გავწვიმდები
ბევრჯერ...
გულს გაგიწყალებ თბილი წვიმებით...
სულს გაგიწყალებ...
სულ გაგაწყალებ,
აგაორთქლებ,
ღრუბელზე დაგსვამ
და იქიდან ერთად ვუყუროთ _
თბილი წვიმები როგორ ცეკვავენ და თამაშობენ
ქალაქის თავზე დაჭერობანას...
ვუყუროთ, როგორ ახასხასდება
ფილაქნებს შორის მწვანე ბალახი,
რომელსაც ერთ დროს ფეხით ვთელავდით...
ან რა აზრი აქვს, რა ფორმით მოვალ _
წვიმა ვიქნები, თოვლი თუ ნისლი...
თუკი ყოველთვის შენკენ მოვდივარ...
დიდი ამბავი, გამითავდა,
აღარ მაქვს ს ი ს ხ ლ ი.

ცირა ბარბაქაძე
                                         

                                           
ბალიშის ქვეშ დატოვებული წერილი

ისევ გათენდა...
ჩამოდი ახლა ჩემი ქუთუთოებიდან და
დარჩი ჩემს სიზმრებში...
მე კი წავედი გაცვეთილ სამყაროში,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ბალიშის ქვეშ გიტოვებ წერილს:
გთხოვ, დამელოდო, მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

და მაპატიე, ვერ გაგიყოლებ,
ეს ქვეყანა უნდო და პირქუშია,
ფერგალეული,
მეშინია, არსად გაიხეს და თან არ ჩაგვიტანოს.
ვერ გაგიმეტებ...
ვიხეტიალოთ ასე, ცალ_ცალკე...
ერთმანეთის სიზმრებში დავრჩეთ
და სხვა დროს დაველოდოთ...

თუმც დრომ კი არა,
უდროობამ მოგვძებნა, მგონი...…
უდროობასაც თავისი დრო
ჰქონია რადგან,
ის სხვა დროც მოვა...
მანამადე კი...

სიტყვებს ფეხი ავადგმევინოთ,
სული ჩავუდგათ...
ფრთები მივცეთ და
ჩვენ შორის სივრცეს ამოავსებენ...

მივდივარ, მაგრამ
დაგატარებ ყველა უჯრედით,
ყველა მზერით და ყველა ნაბიჯით,
ისე გიღიმი,
როგორც ბავშვი თავის ანგელოზს...

გთხოვ, დამელოდო,
ჩემს სიზმრებში,
ჩემი ბალიშის მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი..
.
ცირა ბარბაქაძე






















               
                                          სისხლო წერილი

მთელი ჩემი ხუთ ლიტრამდე სისხლი
შენს ლექსებში ჩავტოვე.
ბოლო წვეთებით გწერ ამ წერილს...
დავცარიელდი...
არ გთხოვ, სისხლი გადამისხი მეთქი,
არ მინდა, დაგაკლო არც ერთი წვეთი...
გინდა, წვიმის წყალი გადაუსხი
გამომშრალ ძარღვებს...
ახალმოსული,
გამოხდილია...
მე გამიწყალდება სისხლი,
მერე ის სისხლი გულს გამიწყალებს,
ამიწყლიანდება თვალები (როგორც ყოველთვის)
და გავხდები უმოწყალო და წყალწაღებული,
და...

ენას ვეღარ ავიწყლიანებ
შენთვის _
ვის რაში უნდა, უსისხლო Dდა წყალწყალა ლექსი...
ბოლოს მთლიანად გავწყალდები
და არ ვინატრებ:
ნეტავი დედას გავწყალებოდი მუცლადყოფნისას
და არ მენახე...
არ მინდა, წყალწყალა და უშენო ყოფნა და
წვიმის წყალივით ავვორთქლდები,
შენკენ წამოსულ ღრუბელს გამოვყვები
და შენს თავზე გავწვიმდები
ბევრჯერ...
გულს გაგიწყალებ თბილი წვიმებით...
სულს გაგიწყალებ...
სულ გაგაწყალებ,
აგაორთქლებ,
ღრუბელზე დაგსვამ
და იქიდან ერთად ვუყუროთ _
თბილი წვიმები როგორ ცეკვავენ და თამაშობენ
ქალაქის თავზე დაჭერობანას...
ვუყუროთ, როგორ ახასხასდება
ფილაქნებს შორის მწვანე ბალახი,
რომელსაც ერთ დროს ფეხით ვთელავდით...
ან რა აზრი აქვს, რა ფორმით მოვალ _
წვიმა ვიქნები, თოვლი თუ ნისლი...
თუკი ყოველთვის შენკენ მოვდივარ...
დიდი ამბავი, გამითავდა,
აღარ მაქვს ს ი ს ხ ლ ი.

ცირა ბარბაქაძე

ფანქარი


ფანქარი

ფანქრის ოსტატმა დასრულებული ფანქარი გვერდზე გადადო და უთხრა:

– ვიდრე ცხოვრების დინებაში ჩაერთვები არსებობს 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. ყოველთვის გახსოვდეს ისინი, არასოდეს დაივიწყო და შეძლებ, რომ ამქვეყნად ერთ–ერთ საუკეთესო და ღირსეულ ფანქრად ჩამოყალიბდე...

პირველი: შეგეძლება გააკეთო უამრავი დიდებული საქმე, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ამისათვის დამხმარე ხელი დაგჭირდება...

მეორე: ხშირად მოგიწევს მტკივნეული "გათლის" ატანა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს შენ გჭირდება, იმისათვის, რომ უკეთესად აკეთო შენი საქმე...

მესამე: ყოველთვის შეგეძლება გამოასწორო დაშვებული შეცდომები...

მეოთხე: ფანქარში მთავარი მისი ხის გარეკანი არაა. ფანქრის მისიაში მისი შიგთავსი, მისი გული ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს...

და მეხუთე: რა მატერიაზეც არ უნდა გამოგიყენონ, რა მატერიაზეც არ უნდა წერო, ყოველთვის უნდა შეძლო,რომ დატოვო შენი კვალი... და პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად არ უნდა შეჩერდე და მუდამ განაგრძო წერა...რადგან ეს შენი მოვალეობა და დანიშნულებაა...და მხოლოდ ამის გამო გქვია ფანქარი...

ფანქარი ყველაფერს მიხვდა და ღრად ჩაიბეჭდა გულში...

მოდით ახლა ამ იგავარაკში ფანქრის ნაცვლად შენი თავი ჩავსვათ. მუდამ გახსოვდეს ეს ყველაფერი და ერთ–ერთ საუკეთესო და გამორჩეულ პიროვნებად ჩამოყალიბდები.

პირველი: შენ შეძლებ გააკეთო უამრავი ღირსეული საქმე,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაივიწყებ ღვთის არსებობის შესახებ და მუდმივად მიენდობი მის მფარველ ხელს...

მეორე: ხშირად მოგიწევს უამრავი დაბრკოლებისა და პრობლემის გადალახვა. ვიცი ეს ყველაფერი ისეთივე მტკივნეული იქნება, როგორიც მაგალითად ფანქრისათვის წვერის გათლაა, თუმცა მუდამ გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის,რომ უფრო ძლიერ და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდე...

მესამე: შეცდომების დაშვების შიშით ნაბიჯის გადადგმისა ნუ შეგეშინდება.გახსოვდეს, რომ ყოველთვის გექნება შესაძლებლობა იმისა , რომ გამოასწორო შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვა...

მეოთხე: შენში ყველაზე მნიშვნელოვანი არა შენი გარეგანი მხარე და შეხედულება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შენი შინაგანი მხარეა...

მეხუთე: სადაც არ უნდა იყო და და რასაც არ უნდა აკეთებდე ყოველთვის უნდა შეძლო და დატოვო შენი კვალი! და არა აქვს მნიშვნელობა,თუ როგორ რთულ სიტუაციაში ხარ, ყოველთვის უნდა იპოვო გამოსავალი და განაგრძო გზა... რადგან ეს შენი დანიშნულება და მოვალეობაა !!!

იმედია თქვენც ყველაფერს მიხვდით და ღრმად ჩაიბეჭდეთ გულში.


საათები (კონსტანტინე გამსახურდია)


საათები (კონსტანტინე გამსახურდია)

საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე.

თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს.

ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე...

კინსტანტინე გამსახურდია.....დედავ მისტიურო ქალო...


კინსტანტინე გამსახურდია.....დედავ მისტიურო ქალო...

გიყურებ ბნელ თვალებში. მეშინია ჩემი წარსულის. შორით მოდიხარ ვით ავესტას მოხუცი მოგვი. წელში მოხრილი როგორც მშვილდი ჩემი ბავშვობის.
გინდა ვიტირო, რომ მე ასე ახალგაზრდა ვარ. ასე ახალგაზრდა დედა ვარ. ასე მოხუცი დედა მყოლია. კითხულობ ჩემს ნაწერებს. გული მტკივა: ჩემი არ გესმის.
შენ ხომ გაიგებ, როცა ავად ვარ. ის კი არ გესმის, თუ რა სტკივა ამ ჩემ უკვდავ სულს. იყურებ.გხედავ და შენს თვალებში მელანდება დაღალულ სისხლის ბნელი წარსული.

ვინ შეგეხვეწა ნაციებ მინდვრებში გაზრდილი _ სინათლის მწვერვალისაკენ რომ ამისრულე.
დედავ, მისტიურო ქალო!
შენ არ მაწოვე მე სინათლის სქელი ჯიქანი?
ენა მერევა ამ ეთერის ცივ უფსკრულებში. თვალი მეტკინა. ამის მეტი არ შემიძლია. ვირყევი. ვღელავ. და ვტორტმანობ სინათლისა და ჩრდილის უფსკრულებზე გადაკიდული.

მომეცი ხელი. შენ მიწასთან უფრო ახლო ხარ. მაჭამე მიწა.
ნაციები და ნესტიანი.
დედავ, მისტიურო ქალო!
მე ვასაკა ვარ ხეზე გასული. თავის ჭაობში ვერ დატეული და ბნედიანი. მე შენს თვალებში მელანდება ჩემი წარსული და მეშინია, რომ მოხუცი დედის შვილი ვარ.მე ვასაკა ვარ. მეშინია მაღლა ასულმა ვერ გავიგონო მოხუცებულ მშობლის გულის თქმა. მომეცი ხელი და დამაბრუნე.
დედავ, მისტიურო ქალო.
ვინ შეგეხვეწა, სამეგრელოს ბნელ ჭაობებში დაბადებული თავბრუდამსხმელი სინათლისაკენ რომ ამისრულე.
შენ მემაშხლე _ მე მაშხალა ვარ ცივი ეთერის უფსკრულებში ზეატყორცნილი.

მივჰქრი სულ ზევით, როგორც გიჟი ავიატორი. ჩემს აღმასრბოლას ვერ ეწევა ორბი ფრთამალი. ძირს დარჩა მიწა მტვერიანი და დაჟანგული.
ვეძგერე ქაოსს ვით თავხედი მაკედონელი.
აჰა, იხსნება მეშვიდე ცის იდუმალება. მივჰქრივარ მაღლა. აღარ ვიცი სად დავეცემი. სად დამიტირებს შენი შავი, ბნელი თვალები. უნდა დავიწვა.

უფსკრულები მსურს გავანათო.
უნდა დავიწვა როგორც მაშხალა.
არ გებრალები?
დედავ, მისტიურო ქალო!

სატახტო ქალაქი. 1924 წელი..

ციხე-ტაძართა საგალობელი

ციხე-ტაძართა საგალობელი.

ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება _ ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად. წევს ვეფხვის ტყავზე საქართველო _ მზისწილხვდომილი, თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი.თითქო ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს. თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები... თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების... II ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი _ გაფრენა, ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად. ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი გინება, ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება! ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი გასროლა, ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად. წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება: ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად. თითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა, დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია III დიდება თქვენდა, თოროსანო ბერო მამებო, თქვენ შეგინახავთ ენა, რჯული, ერი, სამეფო, წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები, და, საქართველოვ, სულს იკაჟებ, გოლიათდები! ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი. კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია, სულით განათლდეს, ვინც აკვანი მისი არწია. ვინაც პირველად დაიმღერა `ვეფხვი და მოყმე~, იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო! კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო, თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ _ ღმერთმა შეგინდოთ! IV ო, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო _ შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო ჩემო სხეულო. ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო, ნაგებო მკვრივად, ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა. გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო _ შენ _ საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო. ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი, ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი დგას მეციხოვნედ მარადისობა!.. /შოთა ნიშნიანიძე/

четверг, 23 мая 2013 г.

вторник, 14 мая 2013 г.

ულამაზესი ღამის სურათები


ულამაზესი ღამის სურათები
ჩრდილოეთის ნათება ისლანდიაში
image
















ვაიომინგი ფოტოგრაფი:ერიკ ჰეინზი
image




















ავსტრიის ალპები
image
















ირანი უძველესი ნანგრევები. ფოტოგრაფი: მოდზჰიდ გოჰრუდი
image





















არგენტინა ფოტოგრაფი: ლუის არგერიცჰი
image











ავსტრალია ფოტოგრაფი: ჯია ჰაო
image























ფოტოგრაფი: თომას ნადერტი
image






















მზის ამოსვლა ინდოეთის ოკეანეში ფოტოგრაფი: ლუკ პერროტი
image































შანელისა და გალაქტიონის მუზა - მერი შერვაშიძე


შანელისა და გალაქტიონის მუზა - მერი შერვაშიძე
imageმერი შერვაშიძე განთქმული იყო თავისი სილამაზით.მერი მაღალი იყო, კარგი აგებულების, თაფლისფერი თვალებით და წაბლისფერი თმით... იგი არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა.რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მერი შერვაშიძის ნახვისას განცვიფრება ვერ დაუმალავს.
მერი ბათუმში დაიბადა, მოგვიანებით მამის სამსახურის გამო პეტერბურგში გადასახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.
1918 წელს მერის საქმრო, გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი), საქართველოში მერის ცოლად შესართავად დაბრუნდა. 1921 წელს მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. გემი სტამბულში შეჩერდა, სადაც მას ქმარიც შეუერთდა. აქვე მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში.
პარიზში მერი ბულონის ტყესთან ახლოს დასახლდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები - ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. მათ საკუთარი სამკერვალო გახსნეს, მოგვიანებით კი მერი შანელის მოდელი გახდა. იგი იყო შანელის კოსტუმების შთაგონების წყარო. პარიზელები განაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი ჩაცმის სტილი .
მისი ქმარი ადრევე გარდაიცვალა. მას შვილი არ ჰყოლია, სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილების თაიგულები. ბაბო დადიანისვე გადმოცემით, ადმირალ მაკაროვის ვაჟი უზომოდ ყოფილა მერი შერვაშიძეზე შეყვარებული, როცა გარდაიცვალა ანდერძით 5 000 დოლარი დაუტოვებია მერისთვის.
მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პანაშვიდი კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ საქართველოში გადაუხადა.
არაფერია დაზუსტებული გალაქტიონისა და მერის ნაცნობობაზე, მერი სიბერეშიც უარყოფდა პოეტთან ნაცნობობას. თუმცა ერთ- ერთი ვერსიით ერთ-ერთი ვერსიით 1935 წელს გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა. მოხიბლულმა გალაკტიონმა სწორედ მას შემდეგ მიუძღვნა მერის განთქმული ლექსი:

"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! 
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, 
სანდომიან ცის ელვა და ფერი 
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!"

понедельник, 13 мая 2013 г.

სიყვარულია,რომ ცხოვრება უშენოდ არ ღირს.

...
სიყვარულია შენი ცქერისას რასაც განვიცდი,მონატრებაა უსასრულო,დრო რომ არ იცის,სიყვარულია შენს თვალებსი ჩაღვრილი სითბო,და რომ ყოველ წამს ჩემი გული შენს ნახვას ითხოვს,სიყვარულია შენთან შეხვედრა მე რომ მაწამებს,და მაინც ვტკბები შენი ნახვით,ვერ ვთმობ ამ წამებს,სიყვარულია,რომ ცხოვრება უშენოდ არ ღირს,და ყველაფრისგან ძალადაკარგულს,უზომოდ დაღლილს.ჩემი ღიმილი და თბილი კოცნა რომ გავსებს შვებით, რომ მეც ცხოვრებას თავიდან ვიწყებ და მხოლოდ შენით,სიყვარულია მე რომ ღმერთმა სული მაჩუქა,და ამ სულისთვის პატრონობა შენ ერთს გარგუნა,სიყვარულია ,რომ შენთვის მინდა წამი ყოველი,შენა ხარ ჩემი სიყვარულის სვეტი ცხოველი..